
ბსუ-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ,,ერაზმუს+“-ისა და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პირობების, კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიების შესახებ.
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებს ინფორმაცია ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თამარ დუნდუამ, მთავარმა სპეციალისტმა მაგდანა ანდრიაძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა - მარინე პაქსაძემ და ნინო ნაკაშიძემ მიაწოდეს.
გაცვლითი პროგრამების კონკურსი 2026 წლის 16 ოქტომბრიდან გამოცხადდა და სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განახორციელონ მობილობა ერთი სემესტრის განმავლობაში.