საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა, თურქეთის კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა, თურქეთის კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა.

2026 წლის 16-20 ნოემბერს, Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია თურქეთის კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ჰულია ერჩან ქინიქი (Dr. Hülya Ercan Kınık).

ვიზიტის ფარგლებში სტუმარი შეხვდა ბსუ-ს პროფესორებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს. შეხვედრების დროს მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოცდილების, ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიებისა და Erasmus+ პროგრამის განხორციელების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლებისა და კვლევის პრაქტიკას.

ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და დაისახა სამომავლო გეგმები ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის განვითარების მიმართულებით.

ვიზიტი ხელს შეუწყობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა