ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2 თებერვალი 2023 წელი

ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტთა საკონფერენციო, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების კვლევითი ნაწილის ჩატარებას და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტი გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“, სადაც უსასყიდლოდ დაიბეჭდება ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების მიერ მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების.
სრულად