
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნათია წიკლაშვილი, დეკანის მოადგილეები რამინ ცინარიძე და ნატო ჯაბნიძე, ხარისხის სამსახურის უზრუნველყოფის უფროსი ასიე ცინცაძე, დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელები: მურმან ცეცხლაძე, ბადრი გეჩბაია, გიორგი აბუსელიძე და ია მესხიძე და პროფესორ-მასწავლებლები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. დეკანმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა, გააცნო ძირითადი პრიორიტეტები და სიახლეები. ფაკულტეტის ადმინისტრაციამ უპასუხა სტუდენტების კითხვებს, განიხილეს მიმდინარე სწავლების ფორმატი და მიმდინარე პერიოდის გამოწვევები.
| უკან |




