
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნათია წიკლაშვილი, რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები პირველკურსელებს შეხვდნენ. ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სტუდენტებმა შეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, მარეგულირებელ აქტებზე, აკადემიური შეფასების სისტემაზე, სტიპენდიებზე, გაცვლით პროგრამებზე, ელექტრონულ სერვისებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა და სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
უკან |