
2025 წლის 25-26 სექტემბერს პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ,,The InterMarium Simulation Conference 2025” და FlexSim მასტერკლასი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოც.პროფესორმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილე ასისტ. პროფესორმა გიორგი ქათამაძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ.ნათელა წიკლაშვილმა, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, მოწვეულმა პედაგოგმა გიორგი აბაშიძემ.
FlexSim-ის მასტერკლასზე ასისტ. პროფესორმა გიორგი ქათამაძემ და გიორგი აბაშიძემ წარადგინეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დანერგილი ,,ეკონომიკური და ბიზნეს პროცესების სიმულაცია“ სასწავლო კურსი.
FlexSim - ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომლის საფუძველზეც შექმნილი სიმულაცია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ვირტუალურად მართონ წარმოება, რესურსები, მარაგები და გაყიდვები, მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და განავითარონ ანალიტიკური და მენეჯერული უნარები.
კონფერენციის და მასტერკლასის ფარგლებში ბსუ-ს წარმომადგენლები შეხვდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და კომპანიების წარმომადგენლებს, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და განვითარების პერსპექტივები.
უკან |