
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დათა კობალაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ ბაიდოშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო სახის შეხვედრები გამართეს.
კვირეულის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრეს იმ მიმდინარე პროექტებზე, რომლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, მათ შორის ინფორმაცია მიაწოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის და ადამიანური რესურსების მართვის ინტენსიურ კურსებზე, რომელიც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის „YRC აკადემიის“ ფარგლებში განხორციელდება. ასევე განიხილეს მომავალ წელს დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე რამინ ცინარიძე და დეკანის თანაშემწე გვანცა ზოიძე ესწრებოდნენ.
უკან |