ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მერიტო უნივერსიტეტის (პოზნანი) ბიზნესის კვირეულში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მერიტო უნივერსიტეტს (WSB MERITO UNIVERSITY)  შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს და ბსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით, პოზნანის მერიტო უნივერსიტეტის ბიზნესის კვირეულში (BIP-2026)  მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხუთმა სტუდენტმა - ნატალი შოთაძემ, სალომე ფუტკარაძემ, ნინა ცინარიძემ, ლანა ქარცივაძემ და თამარ ვარშანიძემ. ჯგუფის კოორდინატორი გახლდათ ასისტენტ - პროფესორი თამილა თურმანიძე.

 

5-დღიანი ინტენსიური პროგრამის ძირითადი თემა იყო: „ ლიდერობა - უნარები, აზროვნება და ინსტრუმენტები“ (AGILE LEADERSHIP – SKILLS, MINDSET AND TOOLS).

 

ბიზნესის კვირეულში მონაწილე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 40-მა  სტუდენტმა ჯგუფურ დისკუსიებსა და დებატებში ჩართვის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე მოამზადეს დასკვნითი პროექტი. ბსუ-ს ჯგუფი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობითა და წარმატებით, რაც აღნიშნეს პროექტის ორგანიზატორებმა. სტუდენტებსა და მენტორს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები (3 კრედიტი).

დაბრუნების შემდეგ სტუდენტები ფაკულტეტის დეკანთან და კოორდინატორთან ერთად ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდნენ, სადაც წარადგინეს პრეზენტაცია ბიზნეს კვირეულში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული გამოცდილების შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა