
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე მისიით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დარგობრივმა დეპარტამენტმა 6 მაისს უმასპინძლა ბათუმის N1 საჯარო სკოლის და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის X - XI კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი და გაეცნენ ინფრასტრუქტურას. შეხვდნენ ბიბლიოთეკის პერსონალს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ნათელა წიკლაშვილს, ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის აკადემიურ პირებსა და წარმატებულ სტუდენტებს. დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, უნივერსიტეტის მომავალი პროექტებისა და სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია სავაჭრო ურთიერთობების და მისი სარგებლიანობის შესახებ, შეასრულეს პრაქტიკული დავალება შეჯიბრის სახით და გაიმართა იმიტირებული ვაჭრობა. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
შეხვედრას უძღვებოდა ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი: ნატალია რობიტაშვილი, იამზე სურმანიძე, ნინო კონცელიძე, თამილა თურმანიძე და თამარ ფოლადაშვილი.
| უკან |





