
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: ნინო წიქარიძემ, ნათია ჩხეიძემ და ლუკა ცინცაძემ მონაწილეობა მიიღეს TBSC Consulting-ის მიერ ორგანიზებულ „მეშვიდე ბიზნეს ქეისების” კონკურსში, რომელიც გაიმართა 23–24 მაისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ღონისძიების ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე და განევითარებინათ მათი გადაჭრის პრაქტიკული უნარები. კონკურსში მონაწილეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტის 22 გუნდი, აქედან კი ბსუ-ს გუნდი საუკეთესო 10 გუნდს შორის მოხვდა.
| უკან |



