ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორის ვიზიტი „ერაზმუს+“-ის ფარგლებში ბულგარეთსა და პორტულგალიაში

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი იამზე სურმანიძე 11-15 მაისს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური მობილობით იმყოფებოდა რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტში  (ბულგარეთი).

ვიზიტის ფარგლებში იამზე სურმანიძემ მონაწილეობა მიიღო „ერაზმუს+“-ის მე-10 საერთაშორისო კვირეულში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 28 ქვეყნის, 40 უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

საერთაშორისო კვირეულის მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, უნივერსიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე საერთაშორისო პარტნიორული ქსელების გაფართოება. აღნიშნული ღონისძიება მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, დაგეგმონ ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, აკადემიური გაცვლითი პროგრამები და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტები.

ასისტენტ-პროფესორი იამზე სურმანიძე 25-29 მაისს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ასევე იმყოფებოდა ევორას უნივერსიტეტიში (პორტუგალია).

ვიზიტის ფარგლებში მან ეკონომიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტებისთვის ეკონომეტრიკის მიმართულებით წაიკითხა ლექციები თემებზე: „გამოყენებითი ეკონომეტრიკის როლი ეკონომიკურ ანალიზში“ და „ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენების პრაქტიკული ასპექტები ემპირიულ კვლევით პროექტებში“.

ვიზიტის ფარგლებში იამზე სურმანიძე შეხვდა ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორს ელზა კრისტინა ვაზს და ეკონომეტრიკის მიმართულების წამყვან პროფესორს, ფერნანდა პაულა მორა პეიშეს. შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სასწავლო პროგრამები, სილაბუსები და სწავლების თანამედროვე მეთოდები. ასევე განიხილეს მიმდინარე კვლევითი მიმართულებები, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა