
ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის „ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აზროვნება სამეწარმეო გარემოში" ფარგლებში განხორციელებულ საერთაშორისო სტაჟირებაში (ლიეტუვა), უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ტიტე აროშიძესა და რექტორის მოადგილე ასისტენტ პროფესორ გიორგი ქათამაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სტუდენტებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობისა და მიღებული გამოცდილების შესახებ, გააცნეს პროგრამის ძირითადი მიმართულებები, წარდგენილი სტარტაპ იდეები და მუშაობის შედეგები
| უკან |






