ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბესიკ ბოლქვაძის ახალი წიგნის „ლათინური წარმოშობის ეკონომიკურ ტერმინთა ლექსიკონი“ პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

მიმდინარე წლის 17 ივნისს ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ბესიკ ბოლქვაძის წიგნის -  „ლათინური წარმოშობის ეკონომიკურ ტერმინთა ლექსიკონი“ - პრეზენტაცია.

ნაშრომი წარმოადგენს ეკონომიკური ტერმინების ლათინური ეტიმოლოგიის დადგენისა და სისტემატიზაციის მცდელობას, რომელშიც გამოკვლეულია ქართულ ეკონომიკურ სამეცნიერო ველში დამკვიდრებული და გამოყენებული 700-ზე მეტი ტერმინის ლათინური საწყისები. ის წარმოდგენილია განმარტებითი ლექსიკონის ფორმით და მოიცავს ეკონომიკურ ტერმინებს  ფუნქციონალური სფეროების მიხედვით.

ნაშრომში ასევე განხილულია ანტიკური რომის ეკონომიკის საკვანძო საკითხები. წიგნი გარკვეულ დახმარებას გაუწევს მეცნიერ-ეკონომისტებსა და სტუდენტებს, აგრეთვე ეტიმოლოგიური საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

სახელმძღვანელოს პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორი ბატონი ტიტე აროშიძე, ფაკულტეტის პერსონალი და სტუდენტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა