
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება - 2026“.
კონფერენციის მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში არსებული გლობალური გამოწვევების განხილვა, სამეცნიერო კვლევების შედეგებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მიდგომების წარმოჩენა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების ჩართულობას.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს 360 მომხსენებელი როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან, კერძოდ: იტალიიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვიდან.
სპიკერები:
- ელგუჯა მექვაბიშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის გამგე, ბსუ-ს საპატიო დოქტორი. თემა: „საქართველოს ადგილი ფორმირებად გლობალურ ეკონომიკურ წესრიგში“
- იაროსლავ ტომაშევსკი - ვროცლავის მერიტო უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი თემა: “ინოვაციებისა და ზრდისთვის ეკონომიკური მზადყოფნის ჩამოყალიბება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: შერეული ინტენსიური პროგრამის მტკიცებულებები”
კონფერენციის პირველ დღეს იმუშავებს შემდეგი სექციები:
- ციფრული ტრანსფორმაცია და ეკონომიკური განვითარება
- დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები
- გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები
- რეგიონული ეკონომიკის პრობლემები
- ბიზნესის განვითარების პრობლემები
- ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები
- ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები
- ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში
- ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები
- ფინანსური ინოვაციები და მდგრადობა
- განათლება, ინოვაცია და სამეცნიერო კვლევა მდგრადი განვითარებისთვის
- გლობალური მიწოდების ჯაჭვები და ლოგისტიკა
- საგადასახადო პოლიტიკისა და აუდიტის თანამედროვე გამოწვევები
კონფერენციის მეორე დღეს, 31 ოქტომბერს, სასტუმროში ,,კასტელო მარე" - Castello Mare Hotel & Wellness Resort, ციხისძირი, გაიმართება მრგვალი მაგიდა/სამუშაო შეხვედრა თემაზე „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“, კონფერენციის მონაწილეების, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით.
| უკან |



















