
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გამართული კონფერენციის „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება - 2026“ ფარგლებში, სასტუმრო „კასტელო მარეში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში კონფერენციის მომხსენებლები, ბიზნეს სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილებდნენ. შეხვედრის მიზანს ეკონომიკისა და ბიზნესის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების განხილვა, აქტუალური საკითხების ირგვლივ გამოცდილების გაზიარება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის როლზე თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში, ბიზნესსაქმიანობის ტრანსფორმაციის პროცესში და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები ქმნის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის.
შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები, გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილება და ემსჯელათ იმ მიდგომებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებასა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
| უკან |




















