ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტმა UNI4VERSE - FINEDU-ის ფინალურ ეტაპზე საკუთარი პროექტები წარადგინეს

სურათი

2 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში ინოვაციების საუნივერსიტეტო კონკურსის UNI4VERSE - FINEDU ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც ბსუ-ს სტუდენტმა სხვა გუნდებთან ერთად ჟიურის წინაშე საკუთარი პროტოტიპები და პროექტები წარადგინეს.

ბსუ-ს ფინალისტი გუნდი აერთიანებდა ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტების სტუდენტებს: ნინა ცინარიძე, ელიზა ქარდავა, გიორგი ბარაბაძე, ჯემალ სურმანიძე. გუნდის მენტორი ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ლაშა ბერიძე იყო.

გუნდის იდეა “Fiscusnet” მოიაზრებდა პლატფორმის შექმნას მობილური აპლიკაციის სახით, რომელიც Open Banking-ით გააერთიანებდა მომხმარებლის ყველა საბანკო ანგარიშსა და ბარათს ერთ დაცულ სივრცეში და ავტომატურად გაანალიზებდა შემოსავლებს, გასავლებს, სესხებსა და ანაბრებს; ოჯახის წევრებს მიეცემოდათ შესაძლებლობა ფინანსები ერთად, ერთ ციფრულ სივრცეში ემართათ; შესთავაზებდა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის მიერ გაცემულ ფინანსურ რჩევებსა და დაზოგვის ალტერნატივებს, მიაწვდიდა ინფორმაციას eKalata-ის სიახლეების, რეფინანსირების განაკვეთის, ინფლაციისა და სამომხმარებლო კალათის ცვლილების შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა