
	
	18-19 მაისს,  უკრაინაში,  ჩერნიგოვის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში,  ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ეკონომიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტებმა ანა ახვლედიანმა, თათია ზაქარაძემ და დავით კონცელიძემ (მეცნიერ-ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - ბადრი  გეჩბაია)  სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ყოველწლიურ სამეცნიერო  კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.  კონფერენცია თემაზე -“ახალგაზრდული მეცნიერება - 2016: საზოგადოების განვითარების სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ასპექტები“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა .
	კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს  საპატიო სიგელები და სერტიფიკატები  გადაეცათ.
| უკან | 










