
	გამოცხადდა კონკურსი ეიფელის  სტიპენდიაზე - 2020. განაცხადების მიღება 2019 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო და 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება უნივერსიტეტებისათვის, დაინტერესებული კანდიდატები კი სასურველ უმაღლეს დაწესებულებას უნდა დაუკავშირდნენ
	ნოემბრის თვის განმავლობაში.
ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:
- სამართალი;
 - ეკონომიკა და მართვა;
 - პოლიტიკური მეცნიერებები;
 - საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისათვის.
 
სტიპენდიები დოქტორანტებისათვის:
- საინჟინრო მეცნიერებები;
 - ზუსტი მეცნიერებები;
 - მათემატიკა;
 - ფიზიკა;
 - ნანო და ბიოტექნოლოგიები;
 - დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;
 - ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
 - ინფორმაციისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.
 
	დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:
	https://www.campusfrance.org/en/eiffel-scholarship-program-of-excellence
	იხილეთ პროგრამის დეტალური აღწერა და პირობები:
	https://www.campusfrance.org/system/files/medias/documents/2019-10/vademecum_eiffel_2020_EN.pdf
| უკან | 
