დოქტორანტურა

ჯეიდის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის კვირეულში "ერაზმუსი" - შანსები და გამოწვევები" მონაწილეობის შესახებ

ჯეიდის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია) იწვევს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საერთაშორისო კვირეულში: "ერაზმუსი" - შანსები და გამოწვევები" მონაწილეობის მისაღებად. კვირეული გაიმართება 2023 წლის 24-დან 28 აპრილს.

კვირეულის განმავლობაში პერსონალს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს სხვადასხვა დეპარტამენტის კოლეგებს, გაეცნოს მათ სამუშაო სფეროებს, ასევე მიმდინარე საერთაშორისო პროექტებს და მიიღოს მონაწილეობა ლექციებში. საერთაშორისო კვირეულში  მონაწილეობა უფასოა, ხოლო მგზავრობის, ცხოვრების, კვების და ექსკურსიის ხარჯები თავად მონაწილემ უნდა დაფაროს.

მონაწილეობის მისაღებად 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით დარეგისტრირდით შემდეგ მისამართზე: https://www.jade-hs.de/en/international/international-projects/internationale-veranstaltungen/international-week/registration/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა