ქართული წარმოების ზოგიერთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის კვლევა ადგილობრივ ბაზარზე; ბადრი გეჩბაია, გელა მამულაძე, პაატა აროშიძე, 25 ივლისი, 12 საათი, 415 აუდ.
22 ივლისი 2019 წელი
ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისათვის, ასევე სოციალური პრობლემების მოგვარებისა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციის შენარჩუნებისათვის, ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლება. მით უმეტეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს შეთანხმება ასოცირების შესახებ, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს. გარდა ამისა, 2000 წლის 14 ივნისიდან, საქართველო გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) 137-ე წევრი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სრულფასოვნად ვერ იყენებს ვერც ერთ იმ შეღავათს, რომელიც დაწესებულია როგორც ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ისე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებით. ვერ ვიტყვით, რომ 2015 წლის შემდეგ (როცა საქართველომ დადო ხელშეკრულება ევროკავშირთან), საექსპორტო მაჩვენებელი ევროკავშირის მიმართულებით რადიკალურად გაიზარდა.
სრულად