სემინარები

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი თ. ლომთათიძე და ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი ნ.ნოღაიდელი 2025 წლის 6 ოქტომბერს, 12.00 საათზე ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ჩაატარებენ სემინარს თემაზე: «კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი».

კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი

ეთნოტურიზმის განვითარების ტენდენციებმა გაზარდა ინტერესი ტრადიციული ყოფისადმი. სწორედ ეთნოკულტურა ინახავს ქვეყნის სტუმრებისა და ტურისტებისათვის საინტერესო ინფორმაციას ხალხის ტრადიციული მატერიალური და სულიერი კულტურის შესახებ. ხალხური ტრადიციები და რიტუალები, რწმენა-წარმოდგენები, კულინარია, საზოგადოებრივი და საოჯახო ყოფა, ხალხური რეწვის ტრადიციები, ტრადიციული სამეურნეო დარგები, ხალხური დეკორატიული ხელოვნება, ქორეოგრაფია და ფოლკლორი არის ერის “ბიოგრაფიის” ნაწილი. ტრადიციული ყოფის ეს ელემენტები ინახავენ ისტორიულ წარსულს, ერის თვითმყოფადობას, მის ხასიათს, ინტერკულტურულ კავშირების გავლენას და განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევენ ქვეყნის ისტორიული წარსულისა და ყოფის გასაცნობად ჩამოსულ სტუმრებში, რადგან დღეს ტურისტს უნდა ქვეყანა „შეიგრძნოს“ არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ გრძნობების დონეზეც. თუმცა ქვეყნის ყველა სტუმარს როდი აქვს  სოფელში, „ადგილზე“ ამ ტრადიციების ხილვის შესაძლებლობა და რომც მოხვდეს თანამედროვე სოფელში, იქ აღარაა ის გარემო, რომელიც შესაძლებელს გახდის ერის ტრადიციული ყოფის მთლიანობაში აღქმას. ამ მიმართულებით ფასდაუდებელია სხვადასხვა ვიზუალური საშუალების გამოყენებით ეთნოგრაფიულ მოვლენათა რეკონსტრუქცია, რასაც ისახავს სწორედ მიზნად ჩვენს მიერ მომზადებული საცნობარო-მხარეთმცოდნეობითი ხასიათის წიგნი-ალბომები: „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“, „ხალხური თამაშობები და სათამაშოები აჭარაში“ და „ხალხური რეწვა აჭარაში“. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, რათა ქვეყნის სტუმრებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ქართველი ხალხის ტრადიციული ღირებულებების შესახებ და სრულყოფილად იქნას გამოყენებული ეთნოტურიზმის მრავალმხრივი პოტენციალი.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა