მოხსენებაში განხილული იქნება ხუროთმოძღვრების კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპები საერთაშორისო დოქტრინებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით.
ხუროთმოძღვრების ნიმუშები კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს, ამიტომ მათ დაცვას, ფიზიკურ შენარჩუნებას კაცობრიობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. განხილული იქნება არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ძირითადი პრინციპები (ინტერვენცია/ჩარევა, ავთენტურობისა და ინტეგრულობა/მთლიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საფრთხეები), რომლებიც ჩამოყალიბებულია საერთაშორისო დოკუმენტებში და ასახულია საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
უკან |