სემინარები

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი ანა ბაგრატიონი 2025 წლის 6 ოქტომბერს, 13:30 საათზე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ჩაატარებს სემინარს თემაზე «რა იწვევს უკუმიგრაციას (ეკომიგრანტთა პრობლემები სამცხე-ჯავახეთში)».

რა იწვევს უკუმიგრაციას (ეკომიგრანტთა პრობლემები სამცხე-ჯავახეთში)

უკუმიგრაცია თანამედროვე მიგრაციულ პროცესებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საქართველოში, განსაკუთრებით კი აჭარაში, მკაფიოდ გამოიკვეთა. სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ჩასახლებული აჭარელი მოსახლეობის მაგალითზე ჩანს, რომ უკუმიგრაციის პროცესები მრავალფაქტორულია და განპირობებულია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და კულტურული მიზეზებით. კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური ფაქტორები — საცხოვრებლის დაკანონების სირთულე, ქონებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და სამუშაო შესაძლებლობების შეზღუდულობა — მნიშვნელოვანი ბიძგია უკან დაბრუნებისთვის. სოციალური ფაქტორები, მათ შორის ეთნიკური დაძაბულობა, ადაპტაციის სირთულეები და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტური ურთიერთობები, კიდევ უფრო ართულებდა ახალ გარემოში ინტეგრაციას. კულტურულ-სოციალური მიზნებიც (ოჯახურ კავშირებთან სიახლოვე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი) ხშირად განსაზღვრავდა დაბრუნების გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თაობათაშორისი განსხვავებები: უფროსი თაობა ცდილობდა სოფელში დამკვიდრებასა და მიწასთან კავშირის შენარჩუნებას, ხოლო ახალგაზრდებში აშკარად გამოიკვეთა ურბანიზაციისკენ სწრაფვა და სოფლის მეურნეობის დევალვაცია. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უკუმიგრაცია აჭარის მოსახლეობის ცხოვრებაში არა მხოლოდ ეკონომიკურ-კულტურული არჩევანია, არამედ ოჯახურ, სოციალურ და იდენტობის ფაქტორებზე დამყარებული პროცესი. მისი შესწავლა საშუალებას იძლევა, სრულად დავინახოთ შიდა მიგრაციის შედეგები და შევაფასოთ სახელმწიფოს როლი რეინტეგრაციის პოლიტიკისა და სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა