სემინარები

2025 წლის 15 სექტემბერს, 12 საათზე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში,ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ოთარ თურმანიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: ინტელიგენციისა და სასულიერო პირების რეპრესიები აჭარაში

აჭარაში ინტელიგენციის ერთიანი რაზმი საბჭოთა ხელისუფლების ომამდელ პერიოდში ჩამოყალიბდა. მასში შედიოდნენ მასწავლებლები, მეცნიერები, მედიცინის მუშაკები, ჟურნალისტები, იურისტები, მწერლები და სხვა პროფესიის ადამიანები. ისინი აშკარად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას საბჭოთა რეჟიმის მიმართ. ოფიციალურად თუ კულუარულად გამოხატავდნენ თავიანთ შეხედულებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხელისუფლება განსხვავებულ აზრს ჩანასახშივე ახშობდა. ინტელიგენციის ამ ნაწილის, სასულიერო პირებთან ერთად, თვლიდა მოღალატეებად. ამიტომ მიზნად დაისახეს მათი თავიდან მოცილება.

ინტელიგენციის წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი, ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ტერორისტული ქმედება, შეიარაღებული აჯანყების მოწყობის მცდელობა საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და კაპიტალიზმის აღდგენის მიზნით. ამ ყალბი ბრალდებით რეპრესიები განიცადეს ინტელიგენციამ და სასულიერო პირებმა.

სემინარის თემაში შესწავლილია ინტელიგენციის სხვადასხვა ჯგუფისა და სასულიერო პირების რეპრესიები. მათი ნაწილი დახვრიტეს, სხვები გადაასახლეს საბჭოთა იმპერიის უკაცრიელ ადგილებში. დახვრეტილთა შორის არიან ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის პედაგოგები,  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები, იურისტები, მწერლები, ჟურნალისტები და სხვა კატეგორიის ადამიანები. ამჟამად ყველა მათგანი რეაბილიტირებულია დანაშაულის არარსებობის გამო.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა