სემინარები

2025 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ახვლედიანი ნარგიზი ჩაატარებს სემინარს თემაზე : " ენობრივ- კულტურული ურთიერთობები ძველი ცივილიზაციების რწმენა-წარმოდგენათა კონტექსტში"

ენა, როგორც იდეების გამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნებასთან.

ენაში ყოველთვის ხილულია წმინდა ენობრივისა და ენის მიერ ერის ორიგინალური აზროვნებისა და ხასიათის  აღქმულის ჩანაფიქრი.

ენა, როგორც ერის კულტურული კოდი და არა მხოლოდ კომუნიკაციისა და შემეცნების

იარაღი, მრავალ საიდუმლოს ინახავს. არსებობს რელიგიური რწმენა-წარმოდგენები, რომლებშიც მდედრული საწყისის იდეა, წეს-ჩვეულებები დომინირებს. ამგვარი კულტების უძველესი ნიშნების არსებობა უკავშირდება ზედა პალეოლითის ეპოქას, რომელსაც განეკუთვნება ქალთა ფიგურები, რაც წარმოადგენს  რიტუალური კომპლექსის ნაწილს, რომელიც დამბადებელი ქალური საწყისის თაყვანისცემასა და საკრალიზაციაზეა  ორიენტირებული.

სხვადასხვა ხალხის რწმენა-წარმოდგენებში დიდი დედა სხვადასხვაგვარად, ლოკალურ ქალღვთაებათა სახელით მოიხსენიება. საკვლევი მასალის შედარებისას კავკასიის ხალხთა გადმოცემებში ჩანს არა მარტო მითოსური სახის ერთგვაროვნება, არამედ სახელთა იდენტურობაც მთელი კავკასიის მასშტაბით, რაც ადასტურებს საკულტო ტრადიციების ორგანულ გავრცელებას.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა