სემინარები

2025 წლის 11 დეკემბერს 12 საათზე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა ცისნამი ბერიძე ჩაატარებს სემინარას თემაზე - „არქაული ლექსიკური ერთეულები მერისის ხეობის მიხედვით. სემინარი ჩატარდება ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში.

2025 წლის 11 დეკემბერს, 12 საათზე, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ჩავატარე სემინარი თემაზე: „არქაული ლექსიკური ერთეულები მერისის ხეობის მიხედვით“. საკვლევად ავიღე  ისტორიული წარსულით გამორჩეული ზემო აჭარის ერთ-ერთი ხეობის – მერისის ცოცხალი მეტყველება. მასალა ჩავიწერე ხეობის სოფლებში. ჩაწერილმა ტექსტებმა ცხადყო, რომ აქაური მეტყველება მრავალფეროვანია ფონეტიკური თუ გრამატიკული პროცესებით. ხეობის ლინგვისტური პორტრეტისათვის საინტერესოა ლექსიკური მხარეც. გამოვლინდა საინტერესო არქაული ლექსიკური ერთეულები, როგორიცაა: აპოხტი, ასტამი, ბაყლი, გარგანი, დაგვაჯება, დრამი, ელელეცი, კუტი, მძივი, ლირწი, მოლაშტრვა, ნაგერალი, საბურავი, ტიტვა, ტუტუნი, ფუნდრუკი, ფათრობა, ქერეჭი და სხვა ბევრი სიტყვაფორმა, რომელთა ნაწილი უცვლელად არის შემონახული, ნაწილი კი ფორმობრივი ან სემანტიკური  სახესხვაობით იხმარება. ხეობის ცოცხალი მეტყველების ნიმუშების ჩაწერა და შესწავლა მომავალშიც გაგრძელდება და ვფიქრობთ, არაერთი საინტერესო არქაული სიტყვაფორმა გამოვლინდება და შეემატება ქართული დიალექტურ ლექსიკურ ფონდს.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა