„ეპიგრაფი ლიტერატურაში“
ეპიგრაფი წარმოადგენს ფრაზას, ციტატას, ანდაზას, ლექსს, წინადადებას ან ფრაგმენტს სხვა ნაწარმოებიდან, რომელიც წინ უძღვის მხატვრულ ნაწარმოებს (ან რომელიმე ნაწილს).
ის ასრულებს თემატური მინიშნების როლს: ქმნის განწყობას, განსაზღვრავს კონტექსტს ან გვაწვდის ინფორმაციას ავტორის ჩანაფიქრის შესახებ თხრობის დაწყებამდე. ეპიგრაფები ხშირად მიგვითითებენ თემებზე, მოასწავებენ მოვლენებს ან აკავშირებენ ნაწარმოებს უფრო ფართო ლიტერატურულ ტრადიციასთან. ეპიგრაფი ნაწარმოების გზამკვლევია, მაგრამ ხშირად მკითხველი უგულებელყოფს მას, რითიც სინამდვილეში რეცეფციის პროცესს ართულებს. საკითხის შესწავლა საინტერესოა მკითხველზე ორიენტირებული და რეცეფციის თეორიის მეთოდებზე დაყრდნობით. სემინარის მთავარი ყურადღება ეთმობა ეპიგრაფის როლს ერნესტ ჰემინგუეის რომანში „ფიესტა ანუ აღმოხდების მზე“ და ტომას სტერნზ ელიოტის პოემაში „უნაყოფო მიწა“. განხილულია დაკარგული თაობის, ეკლესიასტეს, კუმეს სიბილას ეპიგრაფების გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ ორი ნაწარმოების წარმატებული აღქმის და გააზრების პროცესისათვის. ასევე ჯეიმზ ფრეიზერის „ოქროს რტოს“ და ჯესი უესტონის „რიტუალიდან რომანსამდე“ აკადემიური წყაროების როლი მოდერნისტული ლიტერატურის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
| უკან |
