სემინარები

2026 წლის 13 მაისს, 13 სთ-ზე, № 46 აუდიტორიაში აღმოსავლეთმ­ცოდნეობის დეპარტამენტში, პროფესორი ემზარ მაკარაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: ქემალიზმი და „ახალი თურქეთი“: შედარებითი ანალიზი.

სამეცნიერო სემინარის თემა: ქემალიზმი დაახალი თურქეთი“: შედარებითი ანალიზი

აბსტრაქტი

ქემალიზმი და „ახალი თურქეთი“ წარმოადგენს თურქეთის სახ­ელმწიფოს განვით­არების ორ განსხვავებულ, ისტორიულად და იდეოლოგიურად ურთიე­რთდაპირ­ისპი­რებულ პარადიგმას. ქემალ­იზმი ჩამოყალიბდა XX საუკუნის პირველ მეოთხედში, როგორც ოსმა­ლური იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული რესპუბლიკის მოდე­რნიზაციის სახელმწიფო იდეოლოგია. მისი მთავარი მიზანი იყო სეკულარული, ნაციონალური და დასავლური ტიპის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც გაწყვეტდა კავშირს იმპერიულ-რელიგიურ წარს­ულთან და უზრუნველყოფდა თურქეთის ინტეგრაციას თანამედროვე ცივილიზაციაში. „ახალი თურქეთი“ (Yeni Türkiye), კი, XXI საუკუნის პოლ­იტიკური რეალობაა, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის პირობებში ჩამოყალიბდა, როგორც ქემალისტური, რესპუბლიკური მოდელის ალტერნატიული ინტერპ­რეტაცია. ეს კონცეფცია უარყოფს მკაცრი სეკულარიზმის დოგმას და ამტკიცებს, რომ რელიგიური, კულტურული და ისტორიული მემკ­ვიდრეობა უნდა იქცეს სახე­ლმ­წიფოს ლეგიტიმ­აციის საფუძვლად. შესაბამისად, ქემალიზმი და „ახალი თურქეთი“ არ განსხვავდება მხოლოდ პოლიტიკური ინსტიტუტებით ან მმართველობის სტილით, არამედ ასახავს თურქული იდენტობის ორ კონკურენტულ ხედვას -  ერთს, რომელიც ეფუძნება დასავლურ მოდერ­ნიზაციასა და სეკუ­ლარულ ნაციონალიზმს, და მეორეს, რომელიც ემყარება რელიგიურ-კონსერვატიულ ღირებულებებსა და ნეოოსმანურ ისტორიულ ნარა­ტივს.

წინამდებარე კვლევის მიზანია ქემალიზმისა და „ახალი თურქეთის“ შედა­რებითი ანალიზი იდეოლოგიური საფუძვლების, სახელმწიფოსა და რელ­იგიის ურთიერთობის, პოლიტიკური მმარ­თველობის ორიენტაციების ჭრილში. კვლევა ეყრდნობა პოლიტიკურ-თეორიულ და ისტორიულ-კომპარატიულ მეთოდებს და ცდილობს აჩვენოს, თუ როგორ გადაიქცა თურქეთის სახელმწიფო განვითარების მოდელი სეკულარული რესპუბლიკური პროექტიდან პოსტ-სეკულარულ, იდენტობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემად.

ამგვარად, აღნიშნული საკით­ხების ანალიზი  ნათელს მოფენს ზემოაღნიშნულ საკითხებს.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა