აბსტრაქტი
ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ: ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მონაკვეთში აჭარისწყლის მარჯვენა და მარცხენა კალაპოტის გასწვრივ სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გამოკვეთილი რღვევები, ქანების გამოფიტვის სპეციფიკურ ხასიათს განსაზღვრავს. კერძოდ ქანები სიღმისეულად დანაწევრებულია, წარმოქმნილი ნაშალი მასა მაღალი ხარისხით დისპერსირებულია, და მათი ქიმიური-საპროლიტური გამოფიტვის ძირითად გამომწვევ მიზეზს, ჩვენი შეფასებით, კლიმატური ფაქტორი არ უნდა ასრულებდეს. აქ არსებული ქანები და მინერალები განიცდიან სხვადასხა მექანიზმებით გამოფიტვებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში კომბინაციური ხასიათი აქვთ.
აჭარისწყლის კალაპოტის სამხრეთ ფერდობების ქანების და შლიფების მაკროსკოპული და მიკროსკოპული აღწერებით, დადგინდა, რომ: ქედაში (სოფ. წონიარისი, მერისი, გეგელიძეები) შუახევი (უჩამბის ხეობა) ხულო (ღორჯომის ხეობა) და ა.შ., ქანები მუქი ყავისფერი და ჟანგის ფერია, ძირითადი ქანმაშენი მინერალები პორფირული სტრუქტურისაა, რომლებიც სახეცვლილია და წარმოდგენილია ლაბრადორის რიგის ფუძე პლაგიოკლაზების, პიროქსენების ანჰედრალური ფენოკრისტალებით და ოლივინის ძლიერ შეცვლილი კრისტალებით, რომლებშიც განვითარებული ნაპრალები შეცვლის პროდუქტებით არის შევსებული. საწყისი დედა ქანი ანდეზიტური ან/და ბაზალტური შედგენილობისაა. ქანი მდიდარია ფორებით, კარბონატებს არ შეიცავს, მათში ინტენსიურად მიმდინარეობს გათიხების პროცესი.
შიდა-მთიან აჭარაში ქანების გამოფიტვის თავისებურებები ნიადაგების გეოგრაფიას და გენეზისთან გამოკვეთი გავლენას ახდენს: ცალკეულ კორდინატებში ირღვევა ნიადაგების გავრცელების ვერტიკალური ზონალობის კანონი და აქ ფორმირებული ყომრალი(Cambisols Chromic) და ყვითელ-ყომრალი (Acrisols Halpic) ნიადაგები ქმნიან სერიებს; ამავე დროს, შიგამთიანი აჭარის მთა-ტყის ზონაში, ინტრაზონალური გავრცელების კანონზომიერებით, მიმდინარეობს მნიშვნელოვნად განსხვავებული გენეზისური ნიშნებით მქონე, წითელი ფერის ნიადაგების წარმოქმნა, რომლის კომპლექსური შეფასება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია იგი გამოიყოს დამოუკიდებელ ნიადაგურ ტაქსონად სახელწოდებით წითელ-ყომრალი (Nitisols Ferralic-Cambisols Chromic) ნიადაგი.
Key words: აჭარა, ქანები, პორფირული სტრუქტურა, პლაგიოკლაზი, ნიადაგი.
| უკან |
