სემინარები

2026 წლის 28 მაისს 14:00 საათზე N37 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თემურ ავალიანი ჩაატარებს სემინარს თემაზე: „ქართულ ონომასიოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის“ შედგენის საკითხისათვის

აბსტრაქტი.

მეცნიერების ნებისმიერი დარგის, მათ შორის ონომასიოლოგიის ჩამოყალიბება, როგორც წესი, უკავშირდება საკუთარი ცნებითი აპარატის და ტერმინოლოგიური ბაზის შექმნა/სრულყოფას. საერთოდ, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არცერთი დარგობრივი ტერმინოლოგია  არ არის დაზღვეული ხარვეზებისგან, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ანალოგიური სიტუაციაა ონომასიოლოგიაში, სადაც ერთმანეთში აღრეულია ისეთი ფუძემდებლური ტერმინებიც კი, როგორებიცაა „ონომასიოლოგია“, ონომატოლოგია, ონომასტიკა“ და სხვა. უფრო მეტიც, არც ქართულ და არც უცხოურ სამეცნიერო სივრცეში დღემდე არ არსებობს „ონომასიოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“. არის მხოლოდ „ონომასტიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონები“, რომლებში განმარტებული ტერმინთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედაც რომ ზოგადად ონომასიოლოგიურია და არა კონკრეტულად ონომასტიკური. დღეს არავისთვის საკამათო აღარაა ის, რომ „ონომასიოლოგია“ და „ონომასტიკა“ დამოუკიდებელი ლინგვისტური დარგებია:  თუმცა მათ შორის მიმართება იერარქიულია: ონომასტიკა არის ონომასიოლოგიის  შემადგენელი ნაწილი, რომელიც იკვლევს ონიმური ნომინაციის თეორიას ანუ საკუთარ სახელთა დარქმევის კანონზომიერებებსა და თავისებურებებს.  ამის გარდა ონომასიოლოგია აერთიანებს მეორე დარგს - აპელატიური (ანუ საზოგადო სახელთა) ნომინაციის თეორიის შესახებ.  ამ მეორე ნაწილს ცალკე აღმნიშვნელი ტერმინი არ აქვს, რის გამოც ტერმინები: „ონომასიოლოგიური“ და „ონომასტიკური“ ძალიან ხშირად ერთმანეთში აღრეულია. შესაბამისად, არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე ჩვენს გამოსვლაში დასმულია საკითხი „ქართულ ონომასიოლოგიურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის“ შედგენის და მისი „ონომასტიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონებისგან“ გამიჯვნის შესახებ.

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა