აბსტრაქტი
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების ფონზე შესწავლილია აჭარის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებების რაოდენობრივი მაჩვენებლები და მისი გავლენა მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკაზე. გარკვეულია სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებების სივრცობრივი თავისებურებები და მისი გამომწვევი მიზეზები. დადგენილია არსებული ცვლილებების თვისობრივი მახასიათებლები და შეფასებულია შემდგომი განვითარების ტენდენციები.
| უკან |
