სემინარები

2026 წლის 03 ივნისს 14:00 სთ-ზე 415-ე აუდიტორიაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი რამინ ცინარიძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „ავტოინდუსტრიის და სატრანსპორტო საშუალებათა საბაჟო გაფორმების თანამედროვე გამოწვევები“.

ავტოინდუსტრიის და სატრანსპორტო საშუალებათა საბაჟო გაფორმების თანამედროვე გამოწვევები

საზოგადოდ ცნობილია, რომ 2019 წლის 31  მაისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანით განხორციელდა ცვლილება, რომლითაც შეიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საბაჟო გაფორმების წესი. ცვლილება შეეხო მარჯვენასაჭიანი (ჰიბრიდი და ელექტრო ავტომობილების) ავტომობილების  აქციზის განაკვეთით დაბეგვრის მექანიზმს,   2018 წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიცვალა მოტოციკლეტების და მოპედების საბაჟო გაფორმების სპეციფიკაც.  შესაბამისად, ცვლილებით როგორი იყო აქციზით მობილიზებული თანხების ცვლილება ბიუჯეტში, რამდენად  საბოლოოდ მიღწეული იქნა უსაფრთხოება ქვეყანაში და ავტოპარკის განახლება, ჩვენს ადრინდელ კვლევებშიც ავსახეთ.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით 1 942 480 ერთეულს შეადგენს. გამოდის, რომ  ყოველ მეორე ადამიანს მანქანა აქვს, ან ოჯახში ორი ავტომობილი მაინც არის. მიმდინარე პერიოდისათვის აქტუალური გახდა ავტოსატრანსპორტო (მსუბუქი ავტომობილების) საბაჟო გაფორმების ახალი სტანდარტის შემოღება (რომელიც ძალაში 2026 წლის 1 აპრილიდან შევიდა, რასაც წინ უძღოდა სტანდარტი - „ევრო 5“-ის მიღება), რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სახელმწიფოს მხრიდან სატარიფო რეგულირების მთავარი მიზანი საზოგადოების სასიცოცხლო, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური თუ პოლიტიკური ინტერესების დაცვა უნდა იყოს. იგულისხმება, რომ ამ რეგულირების ყველა ბერკეტი მაქსიმალურად ახლოს უნდა იდგეს იმ ინტერესებთან, რომელიც საზოგადოებას გააჩნია და სახელმწიფო უსაფრთხოების აუცილებლობით არის გამოწვეული.

არანაკლებ აქტუალური და აუცილებელი გახდა მსოფლიო ავტოინდუსტრიაში ელექტრომობილების ეკოსისტემაში ინვესტირების თანაფარდობის ზრდა, ავტოპარკის განახლების და გაახალგაზრდავების ტენდენციები და გლობალური კონკურენციის თანამედროვე გამოწვევების თუ  მეორად ავტომობილებზე მოთხოვნის ცვლილებების ანალიზი, რაც დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგად  ენერგოკრიზის საფრთხესა და საწვავის ფასების მკვეთრ ზრდასთან.

სამეცნიერო სემინარის მიზანია გლობალურ ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციებისა და  საგადასახადო კოდექსში ბოლო ცვლილებებით გამოწვეული შედეგების მიღწევის  შეფასება (რადგან ცვლილება ამ ნაწილში უკვე მერამდენეჯერ განხორციელდა),  შედეგების მიხედვით კი - რეკომენდაციების შემუშავება. თეორიული სემინარის ფარგლებში მოხდება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის, გაფორმების ახალი წესის და ავტოპარკის სტრუქტურის შესახებ სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევის შედეგების წარმოდგენა. პრეზენტაცია ძირითადი ნაწილი მოიცავს დინამიკას ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით და კონკრეტული მოდელების მიხედვით, ავტოპარკის განახლების და გაახალგაზრდავების ტენდენციებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილებას საქართველოს რეგიონების მიხედვით, 1000 კაცზე რაოდენობის და ძრავის მოცულობის  მიხედვით. ასევე ავტოინდუსტრიაში ინვესტირების თანამედროვე ტენდენციებს და ა.შ.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა