სემინარები

2026 წლის 28 მაისს 12:00 საათზე 41-ე აუდიტორიაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა მაზმიშვილი ჩაატარებს სემინარს თემაზე: პრაგმატიკის ზოგიერთი საკითხი თარგმანის თეორიის ჭრილში

პრაგმატიკის ზოგიერთი საკითხი თარგმანის თეორიის ჭრილში

წინამდებარე ნაშრომი ეხება თარგმანის თეორიის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს პრაგმატიკის ჭრილში, კერძოდ კი დიალექტის თარგმნის პრობლემებს, ნაცვალსახელთა გადმოცემის სირთულეებს, ფრაზეოლოგიური ერთეულებისა და შორისდებულების თარგმნის თავისებურებებს. კვლევის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ მოქმედებს კონტექსტი, კულტურული სპეციფიკა და კომუნიკაციური მიზანი ენობრივი ერთეულების თარგმნის პროცესზე.

ნაშრომში გაანალიზებულია პრაგმატიკული ფაქტორების როლი მნიშვნელობის ფორმირებაში და ხაზგასმულია, რომ თარგმანი არ არის მხოლოდ ლექსიკური ან გრამატიკული ეკვივალენტების მოძიება, არამედ კომუნიკაციური ფუნქციის გადმოცემა სამიზნე ენაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და სტილისტურ ნიუანსებს, რომლებიც ხშირად არ არის პირდაპირ გამოხატული, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტექსტის ინტერპრეტაციაზე.

დასკვნის სახით აღინიშნება, რომ პრაგმატიკული ფაქტორები გადამწყვეტ როლს ასრულებს თარგმანის პროცესში. წარმატებული თარგმანი მოითხოვს არა მხოლოდ ენობრივ კომპეტენციას, არამედ კულტურული და კომუნიკაციური კონტექსტის ღრმა გააზრებას, რაც უზრუნველყოფს ორიგინალი ტექსტის ფუნქციური და სტილისტური ეფექტის მაქსიმალურად შენარჩუნებას სამიზნე ენაში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა