1878 წლის 8 ოქტომბრიდან, რუსების მიერ ბათუმის შემოერთების შემდეგ საფუძველი ეყრება თავისუფალ, ღია, სავაჭრო ნავსადგურს (პორტო-ფრანკო). საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის წესებს დაუქვემდებარეს ბათუმის საუწყებო ნავსადგურის სამმართველო ბათუმის საბაჟოსთან დაკავშირებული იყო ჩურუქ-სუს საბაჟოს გადასასვლელი პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა. კავკასიის საკარანტინო-საბაჟო სამმართველოს უფროსის განკარგულების თანახმად, ჩურუქ-სუს საბაჟომ საქმიანობა დაიწყო 1910 წლიდან, ნიკოლოზის საბაჟოს გაუქმების შემდეგ, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1912 წლის 28 მაისს. ჩურუქ-სუს საბაჟო მდებარეობდა ქობულეთის სადგურიდან ერთი ვერსის მანძილზე, შავი ზღვის სრუტის ქვიშიან გზაზე. მისი მომიჯნავე ტერიტორიები იყო ციხისძირი, ბუკნარი, ჩაქვი, მწვანე კონცხი. მას გააჩნდა სახელმწიფო მიწები და შენობები. საბაჟო განთავსებული იყო ერთსართულიანი ხის შენობაში. საბაჟოს შტატში მყოფი მებაჟეები შემოსავლის სახით იღებდნენ 1100 მანეთს, ხოლო კანცელარის მუშაკები კი 540 მანეთს. ეს იყო ადგილობრივი მნიშვნელობის საბაჟო სამმართველო, რომლის მოვალეობას შეადგენდა უმნიშვნელო საქმეები, კერძოდ განბაჟებული საქონლის საზღვარზე გატანა და სასაზღვრო რაზმთან ერთად საკაბოტაჟო ტვირთის შემოტანა.
| უკან |
