სემინარები

2026 წლის 19 ივნისს 16:00 საათზე N 314 აუიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, კრიტიკული მედიცინის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ვადაჭკორია ჩაატარებს სემინარს თემაზე: „თანამედროვე დიეტისა და კვების აქტუალური საკითხები“

სემინარის თემა: „თანამედროვე დიეტისა და კვების აქტუალური საკითხები“

ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ევოლუციურად ვითარდებოდა ბოჭკოვანით მდიდარ, მცენარეულ და მინიმალურად დამუშავებულ რაციონთან მჭიდრო კავშირში. ბუნებრივ საკვებ წყაროებთან ამ ხანგრძლივმა ურთიერთქმედებამ ხელი შეუწყო ნაწლავის ძლიერი და მრავალფეროვანი მიკრობიომის განვითარებას, რაც ხელს უწყობდა ეფექტურ მონელებას, მეტაბოლურ ჰომეოსტაზს და დაბალანსებულ იმუნურ ფუნქციას. წინაპრების რაციონში საკვები ბოჭკოებისა და რთული ნახშირწყლების მაღალი შემცველობა აძლიერებდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგრადობას და გარემოს რყევებისა და ფიზიოლოგიური სტრესორების მიმართ ადაპტირებას. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე კვების რაციონში სულ უფრო მეტად დომინირებს ულტრა-დამუშავებული საკვები, რომელიც, როგორც წესი, მდიდარია რაფინირებული შაქრით, ნაჯერი ცხიმებითა და ქიმიური დანამატებით, თუმცა აკლია საკვები ბოჭკოები და კვებითი მრავალფეროვნება. კვების ამ ცვლილებამ დაარღვია ნაწლავის შიდა ეკოსისტემა, დააჩქარა საჭმლის მონელების პროცესები და შეაფერხა მეტაბოლური სტაბილურობა.

შედეგად, კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქცია სულ უფრო მეტად ზიანდება, რასაც თან ახლავს მიკრობული მრავალფეროვნების პროგრესული შემცირება. ამჟამად ითვლება, რომ თანამედროვე კვების რაციონი ადამიანის ნაწლავებს არაადაფტური ევოლუციური ტრაექტორიისკენ მიჰყავს - რომელიც უფრო მეტად ხასიათდება დაავადებებისადმი მგრძნობელობით, ვიდრე ფიზიოლოგიური მდგრადობით. ამ დარღვევამ გამოიწვია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური ცვლილებები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ისეთ ქრონიკული დაავადებების მზარდ გავრცელებასთან, როგორებიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადებები (IBD), გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), სიმსუქნის, II ტიპის შაქრიანი დიაბეტი და სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებები.

სემინარი სთავაზობს აუდიტორიას სწორი კვების რიგ რეკომენდაციას.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა