სემინარები

2026 წლის 30 ივნისს (აუდიტორია 56) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დარეჯან გელაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "ხელოვნური ინტელექტი, როგორც უწყვეტი განათლების საშუალება"

პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი

 დარეჯან გელაძე

ხელოვნური ინტელექტი, როგორც უწყვეტი განათლების საშუალება

აბსტრაქტი

საკვანძო სიტყვები: განათლება, ინტელექტი, ყწყვეტი, ტრანსფორმაცია, გამოწვევა

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მზარდმა განვითარებამ განაპირობა ტრანსფორმაციული მოვლენების დაჩქარება, თანამედროვე სამყაროში  ციფრული ეპოქა იძლევა განუსაზღვრელი შესაძლებლობებს, რამაც დიდი მნიშვნელობა შესძინა  ხელოვნურ ინტელექტის (AI) დანერგვას სასწავლო პროცესში. იგი ტექნოლოგიურ მიღწევებს შორის აღმოჩნდა ძალა, რომელსაც შეუძლია სწავლება-სწავლის ტრადიციული მეთოდების შეცვლა, იგი  სასურველ კითხვაზე პასუხის გაცემის ყველაზე სწრაფი, ალტერნატიული, გზა და შესაძლებლობაა. ხელოვნური ინტელექტი არის ადამიანის ინტელექტუალური პროცესების სიმულაცია მანქანების გამოყენებით, განსაკუთრებით კომპიუტერული პროგრამებით, რომელიც გარდაქმნის საგანმანათლებლო სისტემას. ხელოვნურ ინტელექტი კომპიუტერულ პროგრამას საშუალებას აძლევს განახორციელოს ადამიანის ტვინის სიმულაცია, იძლევა  საფუძველს შეაგროვოს და დაამუშაოს დიდი მოცულობის მონაცემები, წარმოადგინოს ფაქტების/მოვლენების ვიზუალიზაცია, საკითხის სიღრმისეული გაგება, ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლების პროცესს და უზრუნველყოფს არა მარტო ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეთა ჩართულობას და კრიტიკული აზროვნების, კვლევითი, შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

AI სისტემების დახმარებით წარმატებით ინერგება ადაპტური სწავლების მიდგომები, რომლებიც მოსწავლე/სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე არის მორგებული.   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია AI-ის როლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე მოსწავლის/სტუდენტების განათლებაში, რადგან  ქმნის ახალ გზებს, რომლებსაც შეუძლიათ  მეტი მხარდაჭერა და ინტეგრაცია შესთავაზონ მოსწავლეს, რთული ცნებები აითვისოს უფრო ეფექტურად, საკუთარი ტემპის შესაბამისად.      

AI-ზე მომუშავე სისტემებს შეუძლიათ ინდივიდუალურად შეაფასონ მოსწავლის ძლიერი მხარეები და საჭიროება, მოარგონ გაკვეთილები კონკრეტული  უნარების დასაკმაყოფილებლად და უზრუნველყონ რეალურ დროში უწყვეტი უკუკავშირი. AI ეხმარება მოზარდს თვალყური ადევნოს საკუთარ პროგრესს და შეასრულოს საჭირო კორექტირება  ცნებების სიღრმისეულად გასააზრებლად, მოემზადონ მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. 

ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტები მასწავლებლებს/მოსწავლეს უბიძგებს უწყვეტი  თვითგანვითარებისკენ, ეხმარება საკუთარი იდეების ფორმირებასა და შეხედულებების ჩამოყალიბებაში, შესაძლებლობას აძლევს ჩაუღრმავდნენ, გაანალიზონ და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, შეექმნათ კომპლექსური წარმოდგენა საკითხისადმი, რომელიც სასწავლო პროცესს პერსონალიზებულს, დიფერენცირებულს ხდის და ხელს უწყობს საგანმანათლებლო რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი განათლების სფეროში მრავალი შესაძლებლობის გაჩენის წინაპირობაა,  ასევე მოიცავს გამოწვევებსა და რისკებს. მაგალითად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს AI თაღლითობისთვის, ესეების, თემის, პროექტის, დავალების და თხზულებების დასაწერად, რამაც გაართულა ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კონტენტის განსხვავება ადამიანის მიერ შექმნილი შინაარსისგან,  რაც უარყოფითად აისახება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და   კოგნიტურ განვითარებაზე.

დასკვნა: მნიშვნელოვანია  შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სტრატეგიული გეგმა, ეთიკური სტანდარტები და ნორმატიული აქტები, რომლებიც დაარეგულირებს AI სისტემების მიზანმიმართულ გამოყენებას სასწავლო პროცესში, მასწავლებლებს უნდა  ჩაუტარდეთ ტრენინგები ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და  მოსწავლეებს წინასწარ გააცნობს, განუმარტოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბარბაქაძე, ც. (2024). "AI ჩატბოტები და თვითშემეცნების პროცესები". ჟურნალი მასწავლებელი №6. თბილისი.
  2. ბარბაქაძე, ც. (2024 წლის 20 სექტემბერი). "AI ჩატ-ბოტები: ცოდნის მიღების ინტერაქციული ფორმა და მომავლის განათლება". მოპოვებული mastsavlebeli.ge: https://mastsavlebeli.ge/?p=40967-დან
  3. ბოჭორიშვილი, მ. (2025). "მრავალფეროვანი გაკვეთილები". ჟურნალი მასწავლებელი №1. თბილისი.
  4. გოდერძიშვილი ნ, -,,ხელოვნური ინტელექტი, არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები“, თბილისი, 2021;
  5. ზარდიაშვილი, თ. (2024). "ხელოვნური ინტელექტი - მასწავლებლის ინსტრუმენტი". ჟურნალი მასწავლებელი №3. თბილისი.
  6. მაკარაძე, ნ. (2026 წლის 13 მაისი). "ხელოვნური ინტელექტი და აკადემიური კეთილსინდისიერება: ახალი გამოწვევები სკოლაში". მოპოვებული ინტერნეტგაზეთი mastsavleebli.ge: https://mastsavlebeli.ge/?p=47622-დან
  7. წულაძე დ, -,,ხელოვნური ინტელექტი, განათლება გლობალური მოქალაქეობისთვის“,  ჟურნალი მასწავლებელი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, #1, 2023;
  8. ჰოლმსი ვ, ჯ. პერსონი-,,ხელოვნური ინტელექტი და განათლება“, ნათარგმნი- მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი, 2023;
  9. M. Rhoads. “Igniting Your Teaching with Educational Technology”. CreateSpace Independent Publishing Platform, 2017. pp. 121-125. ISBN:9781981744800, 1981744800

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა