სემინარები

2026 წლის 22 ივნისს, 12:00 საათზე (აუდიტორია 21) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დალი დობორჯგინიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "თარგმანი, როგორც ინტერდისციპლინური ინტეგრაციის საშუალება"

თარგმანი როგორც ინტერდისციპლინარული ინტეგრაციის მექანიზმი

გლობალიზაცია, ტექნოლოგიური პროგრესი და ცოდნის სწრაფი განახლება მოითხოვს ისეთი საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას, რომლებიც სცდება ერთი დისციპლინის ჩარჩოებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინტერდისციპლინური მიდგომა, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს ინტეგრაციას ეფუძნება და განათლებაში ახალი ხარისხის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

თანამედროვე პირობებში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უშუალო დიალოგს ამყარებს მრავალენოვან ევროპასთან, რის შედეგადაც საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნილება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე, სახელძღვანელოების თუ მხატვრული ლიტერატურის თარგმანებზე.  საქართველო ინტეგრირებს ერთიან ევროპულ სივრცეში, ამიტომ ნებისმიერი საკითხის სხვადასხვა თვალთახედვის/კულტურის ჭრილში ერთობლივი შესწავლის გამოცდილება, განსამტკიცებელია, შესასწავლია და გასამდიდრებელია, რადგანაც სწავლა-სწავლების პროცესზე ნებისმიერი ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას, იქნება ეს ქვეყნის პოლიტიკა, საზოგადოებაში გაბატონებული განწყობა, ცვლილებები განათლებაში თუ საგარეო ურთიერთობები. ამიტომ  უცხოურ ენაზე არსებული მასალის  წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს როგორც სასწავლო პროგრამის წამყვანი პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც. ამ დროს ხდება სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სამეცნიერო პოტენციალის გამოცდილების გაზიარება და ინტეგრირება.

ინტერკულტურული სწავლა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენისა და კულტურის შესწავლას, არამედ ენის შემსწავლელთა ჰორიზონტის განვითარებასაც.

ჩვენს მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ინტერდისციპლინური მიდგომის, კერძოდ  ფილოლოგიის, მეთოდიკის, დიდაქტიკის და თარგმანმცოდნეობის ურთიერთშერწყმის როლი სამეცნიერო საზოგადოების დაახლოების კონტექსტში. ბსუ-ს ევროპეისტიკის, პედაგოგიკის, ენებისა და ტექნოლოგიების  ცენტრის აკადემიური პერსონალი.  ჩვენი ყურადღების ცენტრშია თარგმანი,  როგორც ევროპული გამოცდილების,  საერთაშორისო ტრადიციების შესწავლისა და სამეცნიერო პოტენციალის დაახლოების ერთ-ერთი საშუალება. მულტიდისციპლინური მიდგომა ქმნის ინტეგრირებულ ხედვას და უზრუნველყოფს პრობლემის სიღრმისეულ გააზრებას. 

მოხსენებაში განხილული იქნება ის სახელმძღვანელოები, რომელთა თარგმანი განხორციელდა ბსუ-ში აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომლებიც არის ღირებული რესურსი სკოლამდელი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების, ისტორიის, პედაგოგიკის, მეთოდიკის  საგანმანთლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.  


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა