“ციფრული აგრესიის დისკურსი: კიბერბულინგის ენობრივი სტრატეგიები ფეისბუკ კომენტარებში”.
ანოტაცია
მოხსენებაში გაანალიზებულია ციფრული აგრესიისა და კიბერბულინგის ენობრივი გამოვლინებები ფეისბუკის კვლევის მიზანია გამოავლინოს ის ლექსიკურ-სემანტიკური, პრაგმატიკული და მულტიმოდალური სტრატეგიები, რომელთა საშუალებითაც ონლაინკომუნიკაციაში ფორმირდება აგრესიული დისკურსი. საკვლევ მასალას წარმოადგენს 255 კომენტარი და 93 ემოჯი, რომლებიც შერეული მეთოდოლოგიით - რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის საფუძველზე - დამუშავდა.
კვლევამ აჩვენა, რომ კომენტარების უმრავლესობა ნეგატიური შეფასებითა და აგრესიული კომუნიკაციური მიზანმიმართულებით ხასიათდება. კიბერბულინგის ძირითად სტრატეგიებად გამოვლინდა პირდაპირი შეურაცხყოფა, გარეგნობაზე დაფუძნებული სტიგმატიზაცია, ირონია და სარკაზმი, მორალური განსჯა და ემოციურად დატვირთული რეაქციები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ემოჯის ფუნქციას, რომელიც ხშირად აძლიერებს ტექსტში გამოხატულ დაცინვას, უარყოფით შეფასებასა და კოლექტიური თავდასხმის ეფექტს.
კვლევა ცხადყოფს, რომ ფეისბუკის კომენტარები მხოლოდ ინდივიდუალური მოსაზრებების გამოხატვის სივრცე არ არის; ისინი სოციალური ნორმების, გარეგნობასთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და საჯარო განსჯის დისკურსული რეპროდუცირების მექანიზმადაც გვევლინება. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია კიბერბულინგის პრევენციის, ციფრული ეთიკისა და ონლაინკომუნიკაციის კრიტიკული გააზრებისათვის.
| უკან |
