ალგორითმები გრაფებზე
უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, იმათ შორის ვინც მუშაობს მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადსხვა ასპექტში, გრაფთა თეორიის პოპულარობა შესამჩნევად გაიზარდა. წარმოშობილი თავსატეხების ამოხსნისა და თამაშების შედეგად, გრაფთა თეორია ძლიერი საშუალებაა ბევრი ამოცანის გამოკვლევისა და ამოხსნისათვის.
გრაფთა თეორია თანამედროვე გამოყენებითი მათემატიკის ერთ-ერთი დარგია. იგი ისეთი ობიექტების ან პროცესების განზოგადოებულ მათემატიკურ მოდელს წარმოადგენს, რომელთა წარმოდგენა შეიძლება წერტილთა ერთობლიობით და ამ წერტილთა წყვილებს შორის გარკვეული მიმართების აღმნიშვნელი წირებით. არსებობს რიგი გარკვეული სისტემებისა რომელთა შესწავლა ხდება გაცილებით ადვილი გრაფთა თეორიის გამოყენებით,
გრაფთა თეორიას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა მათემატიკოსმა ლ.ეილერმა თავის შრომებში XVIII ს-ში. მისი შესაძლო გამოყენების არეალი ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას რომ გრაფთა თეორია არის ერთ-ერთი ძალიან უბრალო და ყველაზე მოხდენილი (ელეგანტური) ნაწილი თანამედროვე მათემატიკისა, გამოყენების ძალიან დიდი არეალით. მას საფუძვლად უდევს უმარტივესი ელემენტები: წერტილები, მათი შემაერთებელი ხაზებით. გრაფთა თეორია მათგან აშენებს ფორმათა მდიდარ მრავალფეროვნებას, ამ ფორმებს ანიჭებს საინტერესო თვისებებს და შედეგად იგი ხდება სასარგებლო ინსტრუმენტი ძალიან მრავალფეროვანი სისტემების გამოკვლევაში.
გამოთვლითი ტექნიკაში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ეფექტური ალგორითმების შექმნა და მათი სირთულის ანალიზი. გრაფთა თეორიას აქვს დიდი შესაძლებლობა ასეთი ალგორითმების აგებისათვის.
| უკან |
