აღმოსავლეთ ევროპული მულტიკულტურული სივრცე

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ

საერთაშორისო კონფერენცია

„აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურული სივრცე“

(კულტურა, ენა, ლიტერატურა, თარგმანი, მულტიკულტურალიზმი, ენობრივი პოლიტიკა და იდეოლოგია, პოსტკოლონიური ტრანსლაცია)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

 

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ საერთაშორისო კონფერენციაზე „აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურული სივრცე,“ რომელიც გაიმართება  2018 წლის 5-6 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

პლენარული მომხსენებლები:  თინათინ მარგალიტაძე, ედით ქლუზი, ლინკოლნ მიტჩელი, იულია ტრუბიხინა

 კონფერენციის ინტერდისციპლინური  კვლევითი მიმართულებებია:

  1. ენა და  ენობრივი პოლიტიკა, ეროვნულობის იდეა 
  1. პოლიტიკა, წერა, იდეოლოგია, პოსტკოლონიური ტრანსლაცია 
  1. იდენტობა, ლიტერატურა და თარგმანი - კლასიკიდან პოსტმოდერნამდე
  1. თარგმანი  პოსტკოლონიურ პარადიგმაში
  1. ეთნიკური კონფლიქტები, საქართველო: კულტურა, ხელოვნება და პოსტკომუნისტური  კულტურული მემკვიდრეობა
  1. ცენზურა და პოსტკოლონიური თარგმანი აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია პოსტკოლონიური კულტურული პარადიგმის  კვლევა  აღმოსავლეთ ევროპის მულტიკულტურულ სივრცეში, კულტურათშორისი დიალოგის, კულტურათა ურთიერთგავლენების,  ენისა და ენობრივი პოლიტიკის, ლიტერატურის, თარგმანის, კულტურათა ურთიერთმიმართების, ხელოვნების, წარსულისა და თანამედროვეობისა  და სხვა აქტუალური ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი თემების კვლევითი ტენდენციების გამოკვეთა, გაანალიზება, შეფასება და თანამედროვე კვლევის მეთოდების ურთიერთგაზიარება, ახალგაზრდა მკვლევართათვის კვლევითი დიაპაზონის გაფართოება, აგრეთვე - თანამედროვე მიმართულებებით სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და პროფესიული ურთიერთკავშირის განვითარება.

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი

ედით ქლუზი, ვირჯინიის უნივერსიტეტი

ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი

იულია ტრუბიხინა, ჰანთერ კოლეჯი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი

ბელა წიფურია, ილიაუნი

თინათინ მარგალიტაძე, თსუ

ვასილი რუხაძე, ჯეიმსტაუნის ფონდი, პენსილვანიის უნივერსიტეტი

ხათუნა ბერიძე, ბსუ

რამაზ ხალვაში, ბსუ

მარინე გიორგაძე ბსუ

მანანა თანდაშვილი, გოეთეს უნივერსიტეტი,

სამუშაო ენები – ქართული, რუსული, ინგლისური

ელფოსტა: beridze@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა