კონფერენცია: „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“
25 აპრილი 2023 წელი
2023 წლის 25 აპრილს ტალინის უნივერსიტეტში „ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“ (IHUB4Schools) ფარგლებში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „Conference of Innovative Education: Fostering Sustainable Digital Innovation in Schools“.
კონფერენციის მიზანი იყო სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვასთან დაკავშირებით სიახლეების და გამოცდილების გაზიარება. IHUB4Schools პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სკოლებში მენტორინგის მოდელის დანერგვაზე, ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.