Interreg Next შავი ზღვის აუზის პროგრამა

CARE SEA-ის „ტრანსსასაზღვრო მეცნიერება უფრო სუფთა და მდგრადი შავი ზღვისათვის“ დასკვნითი კონფერენციის მეორე დღე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა CARE SEA-ის დასკვნითი კონფერენციის „ტრანსსასაზღვრო მეცნიერება უფრო სუფთა და მდგრადი შავი ზღვისათვის“  მეორე დღეს უმასპინძლა.

შეხვედრას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საბერძნეთის ქალაქ სალონიკის მერის მოადგილე ანნა აკრივაკი ესწრებოდნენ.

კონფერენციის მეორე დღე დეგრადირებული ეკოლოგიური გარემოს აღდგენასა და მოქალაქეთა მეცნიერებას მიეძღვნა. სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით გაიმართა პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები.

სამეცნიერო ფორუმის დასასრულს გაიმართა პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა, რომელზეც ხელი მოეწერა ორწლიანი თანამშრომლობის ბათუმის მემორანდუმს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა