9 ოქტომბერი 2025 წელი

ბსუ-ს ეწვია (DAAD) გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ლექტორი გიგი ჭინჭარაუალი. საინფორმაციო შეხვედრაზე გიგი ჭინჭარაულმა სტუდენტებს სასტიპენდიო პროგრამები და საზაფხულო კურსები წარუდგინა. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლის პირობებზე, კონკურსში მონაწილეობის წესსა და კონკურსანტთა შერჩევის კრიტერიუმებზე.