ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბრიუსელში კონფერენციის მთარგმნელთა სამაგისტრო პროგრამების შესახებ სემინარები გაიმართა

სურათი

16-17 მარტს ბრიუსელში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის  გენერალურმა დირექტორატებმა მთარგმნელობითი მიმართულებით სემინარები გამართეს კონფერენციის სინქრონული თარგმანის საერთაშორისო სასწავლო პროგრამების განვითარების, პროგრამული მხარდაჭერის, საერთაშორისო აკრედიტაციისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

საქართველოს მხრივ სამუშაო შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ ბელგიის სამეფოს და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს ევროკავშირთან საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი ანა ლომინაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე.

ორდღიან სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  თარგმანის  მნიშვნელობას მშობლიური კულტურის განვითარებაში, ენის როლის განმტკიცებასა და მისი გავრცელების არეალის გაფართოებაში. თითოეულ ქვეყანაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება  თარგმანის ხარისხსა და მისი დაცვის მექანიზმების ამოქმედებას, სწავლების სტანდარტის, პროფესიული ეთიკის ნორმების ჩამოყალიბებასა და დაცვას.

სემინარებზე ევროპარლამენტისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების მიერ წარმოდგენილი იყო მოხსენებები საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და  ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვის მიზნით.

სემინარებზე წარმოდგენილი თემატური საკითხები და პრეზენტაციები მოიცავდა მოხსენებებს სინქრონული თარგმანის სწავლებისა და კვლევის, კურსდამთავრებულთა დასაქმების, უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური მხარდაჭერის შესახებ.

სემინარებს ესწრებოდნენ საქართველოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვას დიპლომატიური მისიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა