ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თენგიზ ციმნარიძის საჯარო ლექცია თემაზე: „პოსტფენომენოლოგია: ტექნოლოგია, როგორც მედიაცია“

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა უფროსმა მასწავლებელმა, ფილოსოფოსმა თენგიზ ციმნარიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,პოსტფენომენოლოგია: ტექნოლოგია, როგორც მედიაცია“. ლექცია შეეხებოდა თანამდეროვე ტექნოლოგიის ფილოსოფიას, კერძოდ - თანამედროვე ტექნოლოგიის ფილოსოფიის ისეთ მიმართულებას, როგორიც არის პოსტფენომენოლოგია. პოსტფენომენოლოგია, რომელიც დასაბამს იღებს ფენომენოლოგიიდან, ხედავს ტექნოლოგიაში არა ადამიანისაგან განყენებულ ობიექტს, რაც დამახასიათებელი იყო ფენომენოლოგიისთვის, არამედ მედიატორულ საშუალებას, რომელსაც გამაშუალებელი როლი უკავია ადამიანსა და სამყაროს შორის.

თენგიზ ციმნარიძემ ასევე ისაუბრა პოსფენომენოლოგიის ფუძემდებლის დონ აიდისეულ ტექნოლოგიის მედიაციურ კონცეფციაზე, პიტერ-პაულ ვერბერკის ეთიკურ დიზაინზე და მარკ კოკიმბერგზე, რომელიც პოსტფენომენოლოგიის გავლენით ავითარებს ხელოვნური ინტელექტის ეთიკისა და პოლიტიკის ფილოსოფიას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა