ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები „ერაზმუს+“-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში ნეოფიტ რილსკის უნივერსიტეტს ეწვივნენ

სურათი

11-15 მაისს, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ივდით დიასამიძე და ლალი თავაძე ,,ერაზმუს+“-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში იმყოფებოდნენ ნეოფიტ რილსკის უნივერსიტეტში, ბულგარეთში. ვიზიტის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებმა ლექციები ჩაატარეს ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებთან. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. 

საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ ნეოფიტ რილსკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ  სამუშაო შეხვედრებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ 20-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.  ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან და  ერთობლივი პროექტების ინიცირებისთვის მყარი საფუძველი შეიქმნა.

გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებთან, სადაც განიხილეს მიმდინარე საერთაშორისო პროექტები ,,ერაზმუს+“-ის ფარგლებში. პროგრამის მონაწილეებს გააცნეს უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მოქმედი სერვისები,   უნივერსიტეტის საერთაშორისო სტრატეგია და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის მოქმედი ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელშიც ყოველწლიურად ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტები სწავლობენ საერთაშორისო მობილობის ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა