ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

DAAD-ის თბილისის რეგიონული წარმომადგენლობის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს DAAD-ის თბილისის რეგიონული წარმომადგენლობა ეწვია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც პროფესორმა თეონა ბერიძემ უმასპინძლა  DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, სილვია შმდისა და DAAD-ის ლექტორს, გიგი ჭინჭარაულს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ  გერმანული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური პირები - ასოც. პროფესორი ნელი ახვლედიანი, ასისტ. პროფესორები ნონა მეტრეველი და მაია დუმბაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ბსუ-ში გერმანული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის და ბსუ-ში გერმანულის, როგორ მეორე უცხო ენის სწავლების შესახებ.  ასევე განიხილეს DAAD-სთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და პერსპექტივები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა