ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა ვენაში ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის 25-ე კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

24-29 აგვისტოს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის 25-ე კონგრესი გაიმართა, დევიზით: Byzantium Beyond Byzantium (ბიზანტია ბიზანტიის მიღმა). ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი კონგრესი 1924 წელს გაიმართა და მას შემდეგ, ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ იმართება რომელიმე ევროპული ქვეყნის  დედაქალაქში. ვენის კონგრესი ფედერალური პრეზიდენტის პატრონაჟით ჩატარდა, მას ვენის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, კონგრესს  1500-მდე  მომხსენებელი დაესწრო, გაიმართა 6 პლენარული სესია, 48 მრგვალი მაგიდა, 75 თემატური სესია, 172 თავისუფალი მოხსენებების სესია (https://www.icbs2026.org/program/). კონგრესის საზეიმო გახსნა ჩატარდა ვენის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (AUDIMAX), კონგრესის მონაწილეებს მიესალმნენ ევა-მარია ჰოლცლაიტნერი-ავსტრიის ქალთა, მეცნიერებისა და კვლევის მინისტრი, სებასტიან შუტზე-ვენის უნივერსიტეტის კანცლერი, ჰაინც ფასმანი-ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ანტონიო რიგო-ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები.

24 აგვისტოს თავისუფალი მოხსენებების სესიაზე - Politics, Church and Culture in Georgia-პროფ. მ. ბარამიძემ დამ. გიორგაძემ წარადგინეს მოხსენება იოანე სინელის „სათნოებათა კიბის“(Climax) ქართულ თარგმანებზე; ხოლო 27 აგვისტოს გაიმართა თემატური სესია - Byzantine Influences in the Eastern Black Sea Littoral - რომელზეც ე. ჟორდანიამ, მ. გიორგაძემ, ნ. ინაიშვილმა, მ. ჭიჭილეიშვილმა, ნ. ძნელაძემ, ი. ვარშალომიძემ წარადგინეს მოხსენებები ბიზანტიურ გავლენებზე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში (პეტრა-ციხისძირი, სხალთა, ნუმიზმატიკური მასალები და ა.შ.). თემატურ სესიას ხელმძღვანელობდნენ ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს კავშირის პრეზიდენტი ე. ჟორდანია და საქართველოს კავშირის გამგეობის წევრი, პროფ. მ. გიორგაძე, მათ წარადგინეს პროექტი „Digital guideto the Pontos and the Eastern Blacck Sea Littoral during the Byzantine Period (IV-XV centuries)“; წარდგენილმა მოხსენებიბმა დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია, დაისვა  შეკითხვები, გაიმართა დისკუსია.

29 აგვისტოს კონგრესი საზეიმოდ დაიხურა, აღინიშნა მისი მნიშვნელობა, ზოგადად, ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების კონტექსტში, აირჩიეს საერთაშორისო ასოციაციის ახალი პრეზიდენტი, კლაუდია რაპი, ავსტრიის ბიზანტინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი; გადაწყდა, რომ შემდეგი კონგრესი გაიმართება ათენში, 2031 წელს, დევიზით: Enduring Byzantium (მარადიული ბიზანტია/ბიზანტია დროის მიღმა).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა