ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში ბსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ მანანა თანდაშვილის აკადემიური მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

19 ნოემბერს ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ მანანა თანდაშვილის აკადემიური მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა.  შეხვედრა მიეძღვნა მანანა თანდაშვილის მრავალწლიან სამეცნიერო ღვაწლსა და იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც მან კავკასიოლოგიის, უპირატესად ქართველოლოგიისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებასა და მის საერთაშორისო აღიარებაში შეიტანა.

საზეიმო ღონისძიებაზე  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი უმაღლესი სასწავლებელი წარადგინა, იუბილარსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თეონა ბერიძე.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გოეთეს სახელობის  ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ლინგვისტიკის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას 2011 წელს მოეწერა  ხელი, რომლის ფარგლებშიც წარმატებით განხორციელდა არაერთი კვლევითი პროექტი და საერთაშორისო კონფერენცია, გაიმართა და ტრადიციად იქცა   საზონური სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, ასევე დაარსდა დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრი. 2017-2020 წლებში ამ ცენტრმა  პროფ. მანანა თანდაშვილის აქტიური ჩართულობით განახორციელა სამეცნიერო პროექტი „ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“ , რითაც სათავე დაუდო ენისა და კულტურის დოკუმენტირების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების იმპლემენტაციას საქართველოში.

2018 წელს პროფ. მანანა თანდაშვილი არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა