ბსუ-ს უზბეკეთის ბუხარას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ობიჟონ ხამიდოვი ეწვია
24 ივლისი 2026 წელი

ბსუ-ს უზბეკეთის ბუხარას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ობიჟონ ხამიდოვი ეწვია
ბსუ-ს უზბეკეთის ბუხარას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ობიჟონ ხამიდოვი ეწვია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზბეკეთის ბუხარას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ობიჟონ ხამიდოვს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ობიჟონ ხამიდოვი ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე, უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე. შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა ესწრებოდნენ.
სრულად